ჩვენ ვართ ხანგრძლივი საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდი აუდიტსა და ფინანსებში.
ჩვენი გუნდის წევრები საერთაშორისო სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრები არიან, ასევე ფლობენ აუდიტორულ ლიცენზიას (SARAS).
ჩვენ კარგად ვიცნობთ საქართველოში გამოყენებულ ბუღალტრულ ნორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს ბუღალტრული ინფორამცია უმოკლეს დროში გარდავქმნათ ფინანსურ ანგარიშგებად.
ჩვენ შევქმენით ეს ვებგვერდი იმისთვის, რომ დისტანციურად შეგიდგინოთ ფინანსური ანგარიშგება თქვენ მიერ, მარტივად, ექსელის ფორმატში, გამოგზავნილ ბუღალტრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც შეძლებთ წარადგინოთ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსურ დაწესებულებაში დაკრედიტების მიზნით, გაუზიაროთ პარტნიორებს და პოტენციურ ინვესტორებს.
ჩვენ მოგიმზადებთ ფინანსურ ანგარიშგებას, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარიტი მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (მსს ფასს) შესაბამისად.
პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ მომხარებლად. პროცედურა მარტივია - შეგყავთ თქვენი ელფოსტა, ტელეფონის ნომერი და პაროლი. შემდგომ შეგიძლიათ გადახვიდეთ თვქენ კაბინეტში, სადაც შეძლებთ დაამატოთ სასურველი კომპანია. ამისათვის შეგყავთ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება და საქმიანობის მოკლე აღწერა (2-4 წინადადება). შემდგომ ირჩევთ სასურველ მოსმახურებას, ანგარიშგების შედგენის ენას, ატვირთავთ ბუღალტრულ ინფორმაციას და განათავსებთ მოთხოვნას.
მოთხვონის განთავსების შემდგომ, ჩვენი ფინანსისტები ერთი სამუშაო დღის ვადაში გადახედავენ ატვირთულ ინფორმაიცას, თუ ინფორმაცია იქნება შესაბამისობაში მოთხოვნილთან თვქენი ფინანსური ანგარიშგება მომზადდება 3 სამუშაო დღეში. 14 საათის შემდგომ განთავსებული მოთხოვნებისთვის სამუშაო დღეების ათვლა დაიწყება მომდევნო სამუშაო დღეს.
როდესაც გადახვალთ კაბინეტში, თვქენ მიერ დამატებულ თითოეულ კომპანიას მიენიჭება სტატუსი, რომელსაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და გაიგოთ რა ეტაპზეა ფინანსური ანგარიშგება.
დიახ, ერთი მომხმარებლით შესაძლებელია რამდენიმე კომპანიის დამატება.
როდესაც დასრულდება თქვნ მოთხოვნაზე მომსახურება, კაბინეტში აიტვირთება ფინანსური ანგარიშგების ე.წ. სამუშაო ვერსია. ანგარიშსწორების შემდგომ შეძლებთ იხილოთ და გადმოწეროთ ფინანსური ანგარიშგების საბოლოო ვერსია.