წესები და პირობები, ხელშეკრულება

განახლების თარიღი: 20 აპრილი, 2019

შესავალი

წინამდებარე მომსახურების წესები და პირობები (შემდგომში: "პირობები") არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებგვერდის გამოყენებას, რომელსაც მართავს „კორა" (შემდგომში: „კომპანია“, „ჩვენ“, „ჩვენი“).

პირობებში აღწერილია ვებგვერდის საშუალებით მოპოვებული პერსონალური ინფორმაციის შეგროვების, დაცვისა და გამოყენების პროცედურები.

ხელშეკრულება მომხმარებელსა და „კორას“ შორის მოიცავს ამ პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას (ერთობლივად მოხსენიებული როგორც ”შეთანხმებები”). 

ღილაკზე „გადაგზავნა“ (შემდგომში: „მომსახურების დაკვეთის განთავსება“) დაჭერით, მომხმარებელი აცნობიერებს, რომ წაიკითხა და ეთანხმება შეთანხმებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს ვებგვერდის მომსახურება.

ეს შეთანხმებები ვრცელდება ყველა მომხმარებელზე.


ვადები და უარი მომსახურებაზე

ჩვენ და მომხმარებელს (ერად მოხსენიებული როგორც მხარეები) შორის ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ საჭირო ინფორმაციის ატვირთვის და მომსახურების დაკვეთის განთავსების შემდგომ და ძალაშია მხარეების მიერ თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებამდე, თუ არ მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა.

მომხმარებლის დაკვეთილი მომსახურების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ზუსტად ატვირთოს ინფორმაცია რომელიც მოთხოვნილია მომსახურების დაკვეთის განთავსებისას და შესაბამისად გადაიხადოს მომსახურების ღირებულება.

თუ მომხმარებელი მომსახურების დაკვეთას განათავსებს სამუშაო დღის 14 საათამდე*, გადასახდელი ინვოისი** დაგენერირდება იმავე დღის 18 საათამდე, შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, ჩვენ გავეცნობით მომხმარებლის მიერ ატვირთულ ინფორმაციას და მისი შესაბამისობის შემთხვევაში დავიწყებთ მომსახურებას.

*სამუშაო დღის 14 საათის შემდგომ განხორციელებული გადახდები და დაკვეთები განიხილება მომდევნო სამუშაო დღეს.

**ინვოისი გამოჩნდება კაბინეტში

ხელშეკრულება წყდება საბოლოო ფინანსური ანგარიშგების ატვირთვისთანავე.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომხმარებლის დაკვეთაზე ან ნებისმიერ დროს გავაუქმოთ მიმდინარე დაკვეთა დარღვევების გამო, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: მომსახურებისთვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ანაზღაურების გადაუხდელობა, მომხმარებლის სხვა ვალდებულებ(ებ)ის არაჯეროვნად შესრულება ან სხვა კანონით განსაზღვრული შემთხვევები.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომხმარებლის დაკვეთაზე თაღლითობის, უნებართვო, უკანონო მოქცევის ან მსგავსი მოქცევის საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.

მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.


მომსახურების ღირებულება და გადახდის პირობები

მომსახურების დაკვეთის განხორციელების დროს მომხმარებელი თანხმდება გადაიხადოს მომსახურების ღირებულება. მომხმარებლის მიერ სასურველი მომსახურების არჩევის შემდგომ ღირებულების კალკულატორი აჩვენებს მომსახურების ღირებულებას (რაც მოიცავს დღგ-ს).

გადახდა უნდა მოხდეს ქართულ ლარში, თანხის ინვოისში მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. თანხის გადარიცხვის დროს, დანიშნულებაში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მომხმარებლის სახელი, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი და მომსახურების დასახელება.

მომსახურების ღირებულების 15%-ის გადახდა უნდა მოხდეს დაკვეთის განხორციელების მომენტში. მომსახურების ღირებულების დარჩენილი 85%-ის, ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ვერსიის ატვირთვისას.

შესაბამის ინვოისებს მომხმარებელი იხილავს კაბინეტში.


პასუხისმგებლობა

ჩვენ პასუხისმგებელი ვართ შევასრულოთ მომხმარებლის მიერ დაკვეთილი მომსახურება, შესაბამის ვადებში.

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომელიც გამოწვეული იქნება მომხმარებლის მიერ არასწორი ან შემაცდენელი ინფორმაციის ატვირთვით.

ჩვენ და მომხმარებელი ვთანხმდებით, რომ მომხმარებლის მიერ ინფორმაცია უნდა აიტვირთოს კაბინეტის მეშვეობით.

მომხმარებელი პასუხიმგებელია გადაიხადოს მომსახურების ღირებულება და დაიცვას შეთანხმებების სხვა პირობები.


კონფიდენციალურობა და ინფორმაციის დაცულობა

კორა იაზრებს კონფიდენციალურობის მნიშვნელობას. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ მომხმარებლის მიერ ამ ვებგვერდზე ატვირთული პირადი ინფორმაცია და არ გავუმჟღავნოთ ის მესამე პირებს.

კონფიდენციალურ ინფორმაციად მიიჩნევა ყველა ის ინფომრაცია, რომელსაც ჩვენ და მომხმარებელი გადავცემთ ერთმანეთს ამ პირობების და შეთანხმებების მიერ გაწეული მომსახურების შესრულების პროცესში. ეს შეზღუდვები არ შეეხება ინფორმაციას რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავამჟღავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხმარებლის თანხმობის გარეშე.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მომხმარებლის მიერ ატვირთული ინფორმაცია მხოლოდ მომხმარებლის მიერ დაკვეთილი მომსახურების განხორციელებისთვის.

ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რისთვისაც რეგულარულად მიმდინარეობს თანამშრომელთა ინფორმირება კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

მიღებული შუალედური პროდუქტი „კორა“-ს საკუთრებაა და მისი ნებართვით გამოიყენება.

აკრძალულია შუალედური პროდუქტის განთავსება, შეცვლა, გადაგზავნა, შინაარსის გამოყენება (მთლიანად ან ნაწილობრივ), პირადი ან კომერციული მიზნისთვის ჩვენ მიერ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.

მომხმარებელს შეუძლია საკუთარი მიზნისთვის გამოიყენოს მომსახურებით მიღებული საბოლოო პროდუქტი (ფინანსური ანგარიშგება).


ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ მომხმარებლისგან

კორა აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლისგან ამ ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მხოლოდ ამ ვებგვერდის გამოყენების შესაძლებლობისთვის, ასევე გამოიყენებს მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტას მომხმარებლისთვის ახალი ინფორმაციის გასაზიარებლად. ვებგვერდზე რეგისტრაციით მომხმარებელი ეთანხმება გამოიწეროს სიახლეები, სარეკლამო მასალები და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ჩვენ გავგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. ამასთან, მომხმარებელი შეძლებს გააუქმო გამოწერები, გაუქმების ბმულზე გადასვლით ან ელექტრონულ ფოსტაზე მომართვით.


გამოყენების აკრძალვა

მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ვებგვერდის მომსახურება მხოლოდ კანონიერი მიზნით. მომხმარებელი თანახმაა, არ გამოიყენოს მომსახურება:

გარდა ამისა, მომხმარებელი თანახმაა:

ვებგვერდის მომსახურებით მიღებული საბოლოო პროდუქტის ნახვა, გადმოწერა და გამოყენება შესაძლებელია „კაბინეტში“, ამავე ვებგვერდის საშუალებით.